ინგრედიენტები:
- კარტოფილი 2 კგ
- ფარში 400 გ
- პამიდორი საკუთარ წვენში 400 გ
- ტომატ-პასტა 1 ს.კ
- ხახვი 2 თავი
- ნივრის კბილი 3
- რეჰანი 1 პატარა კონა
- ქინძი 1 კონა
- მუსკატის კაკალი 1/4 ჩ.კ
- მარილი და პილპილი
- წყალი 150 მლ
შევარჩიოთ საშუალო ზომის თანაბარი კარტოფილები. გავთალოთ, სპეციალური საჭრელით ან პატარა ზომის დანით გული ამოვაჭრათ(იხილეთ ფოტოები ქვემოთ).
დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ, დავამატოთ ფარში და გავაგრძელოთ შუშვა. დავამატოთ მარილი, წიწაკა, ცოტა მუსკატის კაკალი, 1 კბილი დაჭრილი ნიორი.
ბლენდერში ავურიოთ პამიდორი, ტომატ პასტა, ნიორი, ქინძი, რეჰანი და წყალი. წამოვადუღოთ და დავამატოთ მარილი, პილპილი.
კარტოფილები ამოვავსოთ ფარშით, ჩავალაგოთ ფორმაში, დავასხათ სოუსი და მოვამზადოთ ღუმელში, კარტოფილის დარბილებამდე.
შეგვიძლია კარტოფილები ქვაბში ჩავალაგოთ, დავაფაროთ თავსახური და დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ 15-20 წუთი.
მასალის გამოყენების პირობები