ადვოკატი თანდილა ჯოლოგუა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირის პოლიციის თანამშრომელმა ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდო. აღნიშნულთან დაკავშირებით ადვოკატმა დღეს, 5 ნოემბერს საგანგებო ბრიფინგი გამართა.
ჯოლოგუას განმარტებით , მისი დაცვის ქვეშ მყოფი, მარლენ სორდია მიმდინარე წლის 3 ნოემბერს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომელ კ.ძ.-ს მიერ იქნა დაკავებული. მისივე თქმით, სამართალდამცავმა მარლენ სორდიას ნარკოტიკული ნივთიერება დეზომორფინი ჩაუდო, შემდეგ კი, პირადი ჩხრეკისას დააკავა.
„ბრალდებული მდინარე ჩხოუშისთან იმყოფებოდა, როცა აიყვანეს, მას რომ ნაკოტიკული ნივთიერება ჰქონოდა მდინარეში გადააგდება, მაგრამ დეზომორფინი მას კ.ძ.-მ მანქანაში ჩასმის შემდეგ ჩაუდო", -ამბობს ადვოკატი.
თანდილა ჯოლოგუა, ასევე დოკუმენტების ფასლიფიკაციაზე საუბრობს და განმარტავს, რომ მარლენ სორდია ერთი თვის წინ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სისხლის სამართლის 273-ე მუხლით, ნარკოტიკული ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მიღების გამოე იქნა გასამართლებული და პრეზიდენტის შწყალებით იქნა გათავისუფლებული.
"მეორე დაკავების დროს კი გამოძიების მხრიდან არ იქნა შეწყალების დოკუმენტი გამოყენებული, რადგან ამ შემთხვევაში სორდია არანასამართლევ პირად ჩაითველებოდა და აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო უნდა შეეფარდათ და არა პატიმრობა", - აცხადებს თანდილა ჯოლოგუა.
სამმართველოს თანამშრომლის მხრიდან სორდიას მიმართ არსებულ გაურკვეველ დაპირისპირებაზე საუბრობს დაკავებულის და, რიმა სორდია. მისი განცხადებით სორდია უდანაშაულოა და ამას აუცილებლად დაამტკიცებს.
ადვოკატი და ბრალდებულის და აცხადებენ, რომ დაკავებულმა შესაძლებელია უვადო შიმშილობა დაიწყოს.
მასალის გამოყენების პირობები