ვალერი მელაძისა და მისი მეუღლის ირინა მელაძის გაყრის პროცესი 13 ნომებერს გაიმართება. მოსკოვის, კუნცევოს რაიონის სასამრთლოს წარმომადგენლის განცხადებით, გაყრა ვალერი მელაძის მიერ შეტანილი სარჩელის საფუძველზე მოხდება. ვალერის მელაძის განცხადებაში ნათქვამია, რომ მეუღლეებმა, რომლებიც 1998 წელს იქორწინეს, ერთობლივი ოჯახური ცხოვრება ვერ ააწყვეს და მათი ურთიერთობა ფაქტიურად 2012 შეწყდა. მელაძემ, ასევე მიუთითა, რომ განქორწინებისთის არანაირი დაბრკოლება არ არსებობს – ირინა მელაძე თანახმაა გაყრაზე. ამასთან შვილების აღზრდასთან და ქონების გაყოფასთან დაკავშირებით, აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს.
მასალის გამოყენების პირობები