მდინარე ენგურზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა.
ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში მოქალაქე ნავზე დამონტაჟებული თვითნაკეთი ელექტროშოკური მოწყობილობით თევზაობდა.
ამოღებულია თვითნაკეთი ელექტროშოკური მოწყობილობა, მუდმივი დენის წყარო, ნავი და მოპოვებული 1 კგ ქარიყლაპია და 5 კგ ქაფშია.
მასალის გამოყენების პირობები