„ბიბისის“ ინფორმაციით, ერთობლივი პროექტის სახელი „ჰაკერ–ერთი“ იქნება, ხოლო ჰაკერი, რომელიც ხარვეზს იპოვის, 300–დან 5 ათას დოლარამდე თანხით დასაჩუქრდება. თითოეული პრემიის მოცულობას სპეციალური კომისია განსაზღვრავს.
თუ ჰაკერის მოპოვებული ინფორმაცია განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდება, პრემიის თანხა გაიზრდება. პროექტში მონაწილეობის უფლება აქვთ ყველა ქვეყნის ჰაკერებს გარდა იმ სახელმწიფოებისა, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შავ სიაში ჰყავს შეყვანილი. მათ შორის არიან კუბა, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და სირია.
მასალის გამოყენების პირობები