ინგრედიენტები
- 120 გ თხილი
- 100 გ შოკოლადი
- 2/3 ქილა შესქელებული რძე
- 100 გ კარაქი
- მწიკვი მარილი
- მწიკვი დარიჩინი
თხილი მსუბუქად მოვხალოთ და გავაგრილოთ, კანი გავაცალოთ
შოკოლადი და კარაქი გავადნოთ ორთქლზე.
თხილი მოვათავსოთ ბლენდერში ან პროცესორში და დავფქვათ მაქსიმალურ სიჩქარეზე, დაახლოებით 3-5 წუთი, ბლენდერის სიმძლავრის მიხედვით. თხილის მასა თანდათანობით გათხელდება და ზეთის გამოყოფას დაიწყებს, ბოლოს თხევადი, კრემოვანი გახდება. ჩავამატოთ შესქელებული რძე და გავაგრძელოთ თქვეფა, შემდეგ ჩავამატოთ შოკოლადი, მარილი და დარიჩინი (აუცილებელი არ არის). კარგად ავურიოთ.
მასალის გამოყენების პირობები