ზუგდიდში, პოლიციელის დაჭრაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.
შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით,დაკავებული ამჟამად დაკითხვაზე იმყოფება.
გარდა ამისა, პოლიციელებს ჩვენებას აძლევს ასევე ის პირიც, ვის გაუპატიურებასაც, არსებული ინფორმაციით, პატრულის თანამშრომელი ცდილობდა.
საქმე აღიძრა ასევე გაუპატიურების მცდელობაზეც.
ზუგდიდში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გ. ა. დღეს დაჭრილი იპოვეს. უცნობმა პირებმა მას ყური მოაჭრეს, სცემეს, საპატრულო პოლიციის ფორმა გახადეს და ადგილზე დატოვეს. მას სავარაუდოდ, ფეხიც აქვს მოტეხილი. შემთხვევა ზუგდიდში, კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
დაჭრილი პოლიციელი ზუგდიდის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მასალის გამოყენების პირობები