სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა თენგიზ გუნავა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების რომან შამათავსა და მალხაზ მურღულიას დაკავებას რუსული სპეცსამსახურების დაკვეთას უწოდებს.
ამის შესახებ გუნავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
შამათავა და მურღულია 2008 წლის მაისში საპარლამენტო არჩევნების დროს სოფელ ხურჩაში ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით, დაახლოებით ერთი თვის წინ, დააკავეს.
გუნავას განმარტებით ის პირები ვინც ჩვენება შამათავასა და მურღულიას წინააღმდეგ მისცეს ძალოვან სტრუქტურებში მაღალ თანამდებობებზე დაინიშნენ.
გუნავა არ გამორიცხავს, რომ ამავე საქმეზე დამნაშავედ ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაიაც დაასახელონ.
მასალის გამოყენების პირობები