Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/Untitled3.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/Untitled3.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/Untitled3.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/Untitled3.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ს/კ „ზუგდიდის“ დირექტორის გადაყენებისა და კლუბის „გადარჩენის“ საკითხზე საკრებულოში იმსჯელეს
საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ პრობლემბეზე დღეს, 12 ნოემბერს ზუგდიდის საკრებულოს სააქტო დარბაზში იმსჯელეს. შეხვედრას როგორც საკრებულოსა და გამგეობის, ისე ფეხბურთის ქომაგები ესწრებოდნენ. ვეტერანმა ფეხბურთელებმა და საზოგადოება „ზუგდიდელის“ წევრებმა ს/კ „ზუგდიდის“ მოქმედი დირექტორი მალხაზ ჭეჟია არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულეს და მისი თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვეს. ისინი კლუბის დირექტორად ჯონი მალანიას დანიშვნას ითხოვენ. ამასთან, აღნიშნულთან დაკავშირებით, საკრებულოს თავმჯდომარეს ლევან კონჯარიას წერილითაც მიმართეს, რომელსაც ხელს 200-მდე ადამიანი აწერს. როგორ შეხვედრაზე აღნიშნეს, ს/კ „ზუგდიდს“ რთული პერიოდი აქვს, მას უმაღლესი ლიგიდან ემუქრება გავარდნა. „გუნდი კატასტროფულ მდგომარეობაშია. არც სათამაშო დისციპლინა, არც ცხოვრებისეული დისციპლინა, არანაირი მომარაგება...“, - აღნიშნა შეხვედრაზე ზუგდიდის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა როლანდ მაქაცარიამ. შეხვედრაზე ასევე არნიშნეს, რომ გუნდის თანხები ხშირ შემთხვევაში არამიზნობრივად იხარჯება. „გუნდს არ გააჩნია ერთნაირი ფორმები, სტადიონი დახაზული არ არის და ფეხბურთელები ნამდვილად თამაშობდნენ „გასკოჩილი“ ბუცებით“, - აცხადებს გუნდის ყოფილი მწვრთნელი კობა წითაიშვილი. შეხვედრაზე ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარია ინიციატივით გამოვიდა და განაცხადა, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც განიხილავს და გადაჭრის კლუბში არსებულ პრობლემებს. ამასთან, ლევან კონჯარიამ „ზუგდიდის“ ყოფილ მწვრთნელს კობა წითაიშვილს დაავალა, რომ კლუბის ვარჯიში გააგრძელოს. თავის მხრივ, კობა წითაიშვილი აცხადებს, რომ ის მზად არის ფეხბურთელები ავარჯიშოს, თუმცა ის პირობების გაუმჯობესებას ითხოვს. ს/კ „ზუგდიდის“ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ისინი ხვალ, 13 ნოემებრს ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან გეგმავენ შეხვედრას, სადაც, მათივე განმარტებით, კლუბში შექმნილ პრობლემებზე ერთად იმსჯელებენ. ცნობისთვის, „ზუგდიდის“ მთავარმა მწვრთნელმა კობა წითაიშვილმა და სამმა წამყვანმა ფეხბურთელმა კლუბი რამდენიმე კვირს წინ, პროტესტის ნიშნად, დატოვეს.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.