ბრიტანელი მხატვრის, ფრენსის ბეკონის ნამუშევარი, “ლუსიენ ფრეიდის პორტრეტის სამი მონახაზი“ Christie's – ის აუქციონზე, რეკორდულ თანხად, 142 მილიონ დოლარად გაიყიდა.
ბრიტანელი ექსპრესიონისტის მიერ 1969 წელს შექმნილი ტრიპტიხი პირველად აუქციონზე საწყისი ფასად – 85 მილიონ დოლარად გაიტანეს.
ვაჭრობა 6 წუთს გაგრძელდა. Christie's –ის აუქციონის სახლი არ ახმაურებს მყიდველის ვინაობას.
ბეკონის სურათი ხელოვნების ყველაზე ძვირფასი ნიმუში გახდა, რომელიც ოდესმე აუქციონზე გაყიდულა.
წინა რეკორდი ეკუთვნის ედვარდ მუნკის ნახატს – „ კივილი“, რომელიც გასულ წელს Sotheby's–ს აუქციონზე 120 მლიონ დოლარად გაიყიდა.
ბეკონმა თავისი ნახატი 1969 წელს ლონდონის ხელოვნებათა სამეფო კოლეჯში შექმნა, მას შემდეგ, რაც მისი სტუდია ხანძრის შედეგად დაიწვა. მასზე გამოსახულია ბრიტანელი მხატვარი ლუსიენ ფრეიდი. ბეკონმა და ფრეიდმა 1945 წელს გაიცნეს ერთმანეთი და ახლო მეგობრებად იქცნენ. ისინი ხშირად პოზირებდნენ ერთმანეთისთვის.
bbc.co.uk
მასალის გამოყენების პირობები