საპატრულო პოლიციის თანამშრომლის გოგა ანჩაბაძის დაჭრაში ბრალდებული კახა გულორდავას სიდედრმა დახმარების თხოვნით დღეს, 13 ნოემბერს ზუგდიდში მყოფ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს დავით ნარმანიას მიმართა.
დაკავებულის სიდედრმა მინისტრს განუმარტა, რომ კახა გულორდავამ ფეხმძიმე მეუღლის ღირსება დაიცვა და აფექტის მდგომარეობაში გააკეთა ის რასაც ყველა ვაჟკაცი იზამდა.
„მე ათასი ახალგაზრდა მიდგას აქ და მე რასაც გავაკეთებ გამომყვებიან. მიეცით მათ რწმენა, რომ თქვენ ხართ ჩვენი დამცველები და მათ უღირთ ხვალინდელი დღისთვის ცხოვრება“,- უთხრა დავით ნარმანიaს გულორდავას სიდედრმა.
დავით ნარმანია აღნიშნულ ფაქტს რთული მოსასმენი და სანახავი უწოდა და აღნიშნა, რომ სახელისუფლებო სტრუქტურები სამართლიანი პრინციპების დაცვით მუშაობენ და ამ ფაქტსაც სამართიანად გამოიძიებენ.
„სამართალდამცავები ამ ყველაფერს გამოიძიებენ, თუმცა ამას დრო სჭირდება.სამართალდამცავები ყველა ნორმის დაცვით მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. ჩვენ არ გვაქვს უფლება ვინმეს რამე ვუკარნახოთ ან ვუთხრათ რომ კანონი არ დაიცვან ან დაარღვიონ პროცესიალური ნორმები“,-აღნიშნა ნარმანიამ.
ცნობისთვის, ზუგდიდის თეატრში სადაც, თვითმმართველობის ახალი კოდექსის განხილვა მიმდინარეობდა, პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულის, კახა გულორდავას დეიდა შეიჭრა და დაკავებულის გათავისუფლება მოითხოვა. ამასთან, გულორდავას ახლობლებმა და მეგობრებმა დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით თეატრის შენობის წინ გზა გადაკეტეს. სამართალდამცავების თხოვნით, აქციის მონაწილეებმა გზა რამდენიმე წუთში გაათავისუფლეს და ფეხით სავალი ნაწილისკენ გადაინაცვლეს.
კოსტანტინე გულორდავას ბრალი 118-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. გულორდავამ საკუთარი მეჯვარე გოგა ანჩაბაძეს, მეუღლის გაუპატიურების მცდელობის გამო მრავლობითი დაზიანება მიაყენა.
საპატრული პოლიციის თანამშრომელი ანჩაბაძე ზუგდიდში, კოლეჯის ეზოში დაჭრილი იპოვეს. მას ყური აქვს მოჭრილი და მოტეხილი ავს ორივე ქვედა კიდური. მედიკოსების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მასალის გამოყენების პირობები