Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/Untitled1.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/Untitled1.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/Untitled1.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/Untitled1.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ემა გოგოხია ხურჩის საქმესთან დაკავშირებით ნაცვლიშვილისა და ალასანაის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს
“რუსთავი 2”–ის ჟურნალისტი ემა გოგოხია მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილისა და თავდაცვის მინსიტრ ირაკლი ალასანიას მხრიდან ხურჩის საქმესთან დაკავშირებით ზეწოლაზე საუბრობს. გოგოხიას განცხადებით აღნიშნული პირები მას მცდარი აღიარებითი ჩვენების მიცემას სთხოვდნენ, სანაცვლოდ კი რუსეთში გაშვებას, ბიზნესს და მაღალ თანამდებობას სთავაზობდნენ. როგორც ემა გოგოხია აცხადებს, დასახელებული და სხვა მაღალი თანამდებობის პირები მასზე ზეწოლას ახდენდნენ და საქმის გახსნაში დახმარებას სთხოვდნენ, თუმცა მან ზეწოლის ფაქტები აქამდე იმის გამო არ გაახმაურა, რომ ეს საქართველოსთვის საზიანო იყო, ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა დღეს, 14 ნოემბერს, პრაიმტაიმის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “ისინი ჩემგან ითხოვდნენ საჯაროდ მეთქვა ტყუილი, რომ ხურჩაში მომხდარი ე.წ. ტერაქტი მოახდინეს არა აფხაზებმა, არამედ ქართველებმა. ლაშა ნაცვლიშვილმა მითხრა, ემა ეს გაგვიპრავე, შენ ხარ ჟურნალისტი, რომელიც აქტიურად აშუქებ რუსეთის თემას და ბოლო მოვლენებს ამიტომ სანდოობა საზოგადოების იქნება მაღალი, ასევე საქმისთვის თქვენი ჩვენება იქნება მეტად სარწმუნო, დამაჯერებელი, ეფექტიანი. ის ითხოვდა მეთქვა, თითქოსდა ჩემთან წინასწარ იყო შეთანხმებული ტერაქტის დეტალები, თითქოსდა წინასწარი იყო ჩემთან შეთანხმებული ტერაქტის ადგილი სადაც იდგა შტატივი და კამერა და თითქოს მქონდა დავალება კადრში მომეხვედრებინა ავტობუსის აფეთქება”, – განაცხადა ემა გოგოხიამ. მისი თქმით მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრები კონსპირაციულ ბინაში შედგა. დამატეტბით დეტალებზე საუბრისგან გოგოხიამ თავი შეიკავა და განაცხადა, რომ სრული სიზუსტით ამ საკითხზე სასამართლოში ისაუბრებს. "რუსთავი 2"–ის ჟურნალისტი ემა გოგოხია ინციდენტის დროს ხურჩაში იმყოფებოდა. მან სროლები, აფეთქებები და დაჭრილი ქალბატონი გადაიღო. გოგოხია აცხადებდა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იმ გალელების გადასაღებად იყო გადასული, რომლებიც ზუგდიდში ხმის მისაცემად მოდიოდნენ. ხურჩაში 2008 წელს ტერაქტის განხორციელების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა და ამავე სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალურ ღონისძიებათა ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი მალხაზ მურღულია 21 ოქტომბერს დააკავეს. აღკვეთის ღონისძიების სახით მათ პატიმრობა აქვთ შეფარდებული.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.