ზუგდიდში, პოლიციელ გოგა ანჩაბაძის დაჭრაში ეჭვმიტანილ კახა გულორდავას რამდენიმე წუთის წინ ბრალი წარედგინა.
გულორდავას ადვოკატმა ჯიტა გულუამ რადიო "ათინათს"განუცხადა, რომ გულორდავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით წარედგინა. „მუხლი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ეხება და 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მისივე თქმით ადრე საქმე ჯანმრთელობის ნაკლებ დაზიანების მუხლით მიმდინარეობდა, მიმართულება ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ შეიცვალა სადაც ნათქვამია რომ პოლიციელს სხეულის მძიმე დაზიანება აღენიშნება.
იქედან გამომდინარე, რომ ბრალი ახლახან წარედგინა, არაა ცნობილი, თუ როდის ჩაინიშნება სასამართლო. ბრალის წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეიძლება პროცესი დაინიშნოს“,- განაცხადა ჯიტა გულუამ.
მისივე განმარტებით, რადგან ბრალდებული თვითომ გამოცხადდა პოლიციაში და თაამშრომლობს გამოძიებასთან, ამიტომ საშიშროება იმისა, რომ საპროცესო შეთანხმების გაფომება გართულდეს არ არსებობს.
პარალელურ რეჟიმში პოლიციელ ანჩაბაძის მიმართაც აღძრულია საქმე. სამართალდამცავები მას გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ. დაკითხულია დაზარალებულიც და თვითმხილველებიც. ადვოკატის განცხადებით, ანჩაბაძის ბრალეულობა დანაშაულთან აშკარად იკვეთება. მისი თქმით, ბრალდებულის მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ გოგონა, რომლის გაუპატიურებაც პოლიციელმა სცადა, ორსულია.
ზუგდიდში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გოგა ანჩაბაძე დაჭრილი იპოვეს. ეჭვმიტანილმა მას ყური მოაჭრა, სცემა, საპატრულო პოლიციის ფორმა გახადა და ადგილზე დატოვა. შემთხვევა ზუგდიდში, შონიას კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, პატრულის დაჭრილ თანამშრომელს ორი დღის წინ მცდელობა ჰქონდა, მეჯვარის საცოლესთან სექსუალური კავშირი ზუსტად იმავე ტერიტორიაზე დაემყარებინა, სადაც ის ნაცემი დატოვეს.
მასალის გამოყენების პირობები