ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულ კონსტანტინე გულორდავას საქმეზე სასამართლო სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
გულორდავას ბრალი ოფიციალურად დღეს, 14 ნოემბერს117-ე მუხლით წაუყენეს. რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანებას გულისხმობს და 3-5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სხდომას ესწრება თავად ბრალდებული კონსტანტინე გულორდავა, მისი ადვოკატი ჯიტა გულუა, საქმის პროკურორი მაია ჯაბუა. საქმის მოსამართლეა ნატრული აკობია.
ბრალდებულმა კონსტანტინე საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, გოგა ანჩაბაძეს ყური მოაჭრა, სხეულზე მრავლობითი დაზაიებები მიაყენა, საპატრულო პოლიციის ფორმა გახადა და ზუგდიდში ყოფილი პოლიტექნიკური კოლეჯის ეზოში დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით ზემოაღნიშნულის მოტივი კონსტანტინე გულორდავას ცოლის გაუპატიურების მცდელობა იყო პოლიციელ გოგა ანჩაბაძის მხრიდან,რომელიც გულორდავას მეჯვარეა.
რაც შეეხება საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, გოგა ანჩაბაძეს, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე გაუპატიურების მცდელობის მუხლით არის აღძრული.
მასალის გამოყენების პირობები