Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/gunava-mza.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
სამეგრელოს გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი პარტიულ საქმიანობას გააგრძელებს. თანამდებობის დატოვების შესახებ  ოფიციალური განცხადება მან დღეს, 15 ნოემბერს გააკეთა.მისი თქმით, მის მიერ 28 ოქტომბერს  გადადგომის შესახებ  დაწერილი განცხადება სავარაუდოდ დღეს, დღის ბოლოს დაკმაყოფილდება. მან ყოფილ თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და მომავალ გუბერნატორს წარმატებები უსურვა. გუნავამ იმედი გამოთქვა, რომ ახალი გუბერნატორი  რეგიონის მოსახლეობისთვის მისაღები პირი იქნება. თენგიზ გუნავამ საკუთარი კაბინეტიდან რამდენიმე პირადი ნივთი გამოიტანა, მათ შორის ლაზიკის მინიატურული ღუზა. ყოფილი გუბერნატორის განცხადებით, ის ამ ღუზას მომავალ გუბერნატორს იმ შემთხვევაში გადასცემს, თუ პორტი აშენდება. გუბერნიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა აკაკი სარალიძემ ყოფილ გუბერნატორს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მის შემცვლელს  მთავრობა უახლოეს მომავალში წარადგენს. მანამდე კი, მისი ვარაუდით ,გუბერნატორის მოვალეობას მისი მოადგილე ერეკლე ჯაფარიძე  შეასრულებს. თენგიზ გუნავა აღნიშნულ თანამდებობაზე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პრეზიდენტმა დანიშნა, ის მანამდე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსად, შემდეგ კი შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსად მუშაობდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.