ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დღეს,16 ნოემბერს ასოციაცია "ათინათის" ახალგაზრდული ცენტრის "ორტუსის" წევრები პროექტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, ღონისძიებებს გამართავენ.
პროექტს საქართველოს გაეროს ასოციაცია,ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
ასოციაცია „ათინათში“ მოეწყობა პრეზენტაცია–დისკუსია თემაზე „ეთნიკური მრავალფეროვნება“,რომელსაც ფასილიტაციას ცენტრის წევრი, მართა თოდუა გაუწევს.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ახალგაზრდები ქალაქის ცენტრალურ ტერიოტორიაზე გადაინაცვლებენ , სადაც აქციას: „ჩვენ ტოლერანტები ვართ! შემოგვიერთდით!“ გამართავენ.
„ორტუსის“ ხელმძღვანელი სალომე გუგუჩია მიიჩნევს, რომ მსაგვსი საერთაშოირისო დღეების აღნიშვნა აუცლებელია. "მოვუწოდებთ ზუგდიდელ ახალგზარდებს რომ შემოუერთდნენ ამ ღონისძიებას და იყვნენ მეტად ტოლერანტები სხვადასხვა უმცირესობების მიმართ",-აღნიშნავს ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი.
მასალის გამოყენების პირობები