სენაკის საკრებულოს უმრავლესობამ საკრებულოს თავმჯდომარე მურად შამათავა თანამდებობიდან გადააყენა.
მურად შამათავა თანამდებეობაზე ერთი კვირის წინ , სასამართლოს გადაწყვეტილებით დაბრუნდა, თუმცა საკრებულოს 14 -მა წევრებმა დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე კვალვ მიიღო მისი გადაყენების გადაწყვეტილება.
მურად შამათავამ რადიო „ათინათს“ განუცხადა, რომ ამ პირებმა სასამართლოს გადაწყვეტილება არსაწორად მიიჩნიეს და უნდობლობა გამოუცხადეს. "გადაწყვეტილება გასაჩივრებულია და საქმის წარმოება ამ დრომდე მიმდინარეობს ამიტომ ამ საკითხის სააკრებულოს წევრების მიერ დაყენება და გადაწყვეტილების მიღება უკანონო იყო",- აცხადებს შამათავა.
ამასთან მისი განმარტებით მას რიგგარეშე სხდომის გამართვის შესახებ განცხადებით მიმართეს რაზეც მან უარი განაცხდა, თუმცა აღნიშნული 14 პირი შეიკრიბა და მიიღო ეს გადაწყვეტილება.
მისივე თქმით იგი მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს
შამათავას მხარდამჭერები კი აცხადებენ, რომ ეს არის სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის, გურამ მისაბიშვილის დაკვეთა და სენაკის საკრებულოში კვლავ "ნაციონალები არიან", ოღონდ უკვე სახელისუფლო პარტიებში გადასული.
ცნობისთვის, მურად შამათავა სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან 14 ივნისს, ხმათა უმრავლესობით(19 ხმა) გადააყენეს. როგორც ამავე სხდომაზე დეპუტატებმა აღნიშნეს, შამათავას გადაგყენების ძირითადი მიზეზები იყო: არაკომუნიკაბელურობა, საკრებულოს სხდომების მოუმზადებლობა და მისთვის დაკისრებული უფლებამოსილების არათანმიმდევრულად შესრულება.
მურად შამათავა, სენაკის საკრებულოში ფრაქცია ,, ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატებს” წარმოადგენს და ის საკრებულოს თავმჯდომარედ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იქნა არჩეული.
მასალის გამოყენების პირობები