საპროტესტო აქცია მიმდინარეობს სამეგრელოში. გადაკეტილია მარტვილის, ხონისა და სენაკის ცენტრალური მაგისტრალი. მარტვილის მოსახლეობა გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას აპროტესტებს. როგორც მათ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, შეშის მოპოვება შეზღუდულია და დეპარტამენტის მიერ მითითებული ადგილები შეშის მოსაპოვებლად მიუვალია. როგორც მათ აღნიშნეს, დეპარტამენტის თანამშრომლები მათ ადგილზე ხვდებიან და აჯარიმებენ. ისინი ჯარიმების გაუქმებას ითხოვენ. აქცია თავდაპირველად მარტვილში გამგეობის შენობასთან დაიწყო,მოგვიანებით კი მათ გზა გადაკეტეს. მათ პროტესტს დეპარტამენტში გამოეხმაურნენ. დეპარტამენტის წარმომადგენლის ლაშა ფარცვანიას თქმით, პატრულირებისას მარტვილის რაიონში გამოვლინდა ხე-ტყის მოპოვების უკანონო ფაქტები, რაზეც შესაბამისი აქტები შედგა.
მასალის გამოყენების პირობები