დადიანების სასახლის ეზოს ნაწილი გაყიდულია. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, დადიანების ეზოს ნაწილის, 995 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ქარდავაა. მან აღნიშნული მიწის ნაკვეთი, სახლმწიფოსგან 2010 წლის 7 მაისს შეიძინა.
დადიანების მუზეუმის დირექტორი, ლილი ბერაიას აცხადებს, რომ მიწის ნაკვეთის გაყიდვის შესახებ ინფორმაციას ფლობს, თუმცა მესაკუთრის ვინაობა არ იცის. მისივე განმარტებით, მან ვითრებაში გარკვევა და საბუთების შეგროვება ბევრჯერ სცადა, თუმცა შედეგს ვერ მიაღწია.
დადიანების სასახლის ეზოს გაყიდვასთან დაკავშირებით კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია ზუგდიდს რამდენიმე დღეში ესტუმრება.
მასალის გამოყენების პირობები