პოლიტიკა
ესპანეთის პარლამენტი: არა, კატალონიის დამოუკიდებლობას
შვიდსაათიანი დებატების შემდეგ ესაპნეთის პარლამენტი, ხმათა უმრავლესობით, (299 “ წინააღმდეგ”, 47 “ მხარს უჭერს”, 1 „თავი შეიკავა“ ) ნოემბერში, კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების წინააღმდეგ გამოვიდა. თუმცა, კატალონიის პარლამენტმა,ნებართვის მისაღებად შესაბამისი მოთხოვნა მადრიდში იანვარში გაგზავნა, ბარსელონაში თვლიან, რომ დამოუკიდელობისკენ ლტოლვის შეჩერება უკვე შეუძლებელი იქნება.
ამ აზრს არ ეთანხმება მთავრობის ხელმძღვანელი მარიანო რახოი, რომელიც, სხვათა შორის, ესპანეთის მეორე ავტონომიაში - გალისიაში დაიბადა: “ მე - ესპანეთის მთავრობის პრემიერ- მინისტრი, ყველა ესპანელის პრემიერი ვიქნები. მე დაჟინებით მოვითხოვ, რომ კატალონია ესპანეთის შემადგენლობაში დარჩეს, რადგან ვერ წარმომიდგენია ესპანეთი მის გარეშე და კატალონია - ესპანეთის საზღვრებს გარეთ”.
კატალონიის რეგიონალური ხელისუფლების ხელმძღვანელმა არტურ მასმა, რომელიც დემონსტრაციულად არ დაესწრო მადრიდში გამართულ კენჭისყრას , განაცხადა, რომ თავის გზას არ გადაუხვევს. “ ეს არ არის წერტილი. ეს“ არა” – მხოლოდ ახალი აბზაცია, წითელი ხაზია, რომლითაც კატალონიის სახელისუფლებო ინსტიტუტები ახალი საკანონმდებლო გადაწყვეტილებების ძიებას დაიწყებენ , რადგან, კანონებში მრავალი შესაძლებლობაა იმისა, რომ 9 ნოემბერს ეს რეფერენდუმი მაინც ჩატარდეს, და უპირველეს ყოვლისა, კატალონიის ხალხს მისცეს ხმა, თვითგამოხატვის შანსი- თავად განსაზღვროს თავისი პოლიტიკური მომავალი”. ესპანური კონსტიტუცია კრძალავს ავტონომიური რეგიონების მიერ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმების ჩატარებას.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები