9 აპრილის ბაღში მთავრობის წარმომადგენლებმა სიმბოლურად 21 ხე დარგეს. 25 წლის წინ 9 აპრილს რუსულ აგრესიას ზუსტად 21 ადამიანი ემსხვერპლა.
ხეებს 9 აპრილს დაღუპულთა სახელები მიენიჭა.
მინისტრებმა სისხლისღვრის ღამე გაიხსენეს და 1989 წელს მომხდარი ტრაგედია შეაფასეს.
,,ეს აქცია, ამ სკვერში ხეების დარგვა და თითოეულ მათგანზე იმ ადამიანების სახელების მინიჭება, ვინც ამ ტრაგიკულ და მძიმე დღეს შეეწირა, არის სიმბოლური ხასიათის. ეს არის მადლიერების გამოხატვა ჩვენი მხრიდან ამ ადამიანების მიმართ“, _ განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები