საქართველოს ორდღიანი ვიზიტით, რესპუბლიკელი სენატორები, ჯონ მაკკეინი და ჯონ ლიბერმანი ეწვევიან.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძის განცხადებით, ეს ვიზიტი არის კიდევ ერთი ნიშანი აშშ-ს საქართველოსადმი ცალსახა მხარდაჭერისა.
კალანდაძის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ჯონ მაკკეინი და ჯონ ლიბერმანი შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, მთავრობის წევრებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს.
დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში პირველ შეხვედრებს ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან გამართავს. კერძოდ, დაგეგმილია შეხვედრა "ქართული ოცნებისა" და "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერებთან.
სენატორი მაკეინი 1986 წლიდან აშშ–ის სენატისა და შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტის წამყვანი წევრია. აღნიშნული კომიტეტი აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტსა და აშშ–ის შეიარაღებულ ძალებს ზედამხედველობს.
სენატორი ლიბერმანი სენატის შიდა უსაფრთხოებისა და მთავრობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტის უფროსი წევრია.
სენატორი გრემი კი - სენატის ასიგნებათა ქვეკომიტეტის. ასიგნებათა ქვეკომიტეტი აშშ–ის საგარეო დახმარებას კურირებს. სენატორი გრემი არის სენატის შეიარაღებული ძალების საქმეთა, აგრეთვე სასამართლოს საქმეთა და ბიუჯეტის კომიტეტების წევრიც.
მასალის გამოყენების პირობები