მეორე დღეა სირიაში გრძელდება პროტესტი, რომლის საბაბი ისლამისა და წინასწარმეტყველ მუჰამედის შეურაცმყოფელი ამერიკული ფილმი გახდა.დემონსტრანტების გამოსვლა ისევ პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.აგრესიულად განწყობილმა ბრბომ ქვები და ცეცხლმოკიდებული ბოთლები დაუშინა აშშ- ის საელჩოსთან მყოფ პოლიციელებს.
13 სამართლადმცავი დაიჭრა.საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა თავდამსხმელების წინააღმდეგ.
მოძრაობამ "ძმები მუსულმანები“ მოუწოდა თავის მომხრეებს 14 სექტემბერს , პარასკევის ლოცვის შემდეგ , მასობრივ საპროტესტო აქციებზე გამოსვლისაკენ, მუჰამედ წინასწარმეტყველზე გადაღებული ფილმის ჩვენების საწინააღმდეგოდ.
მასობრივი არეულობა ტუნისშიც მოხდა, სადაც რამდენიმე საათიანი მშვიდობიანი დემონსტრაციის შემდეგ გააფთრებული ბრბო აშშ-ის საელჩოში შეღწევას შეეცადა.
მომზადებულია BBC- ის მასალების მიხედვით
მასალის გამოყენების პირობები