მთაწმინდის საარჩევნო ოლქის ნომერ მეექვსე საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი საქართველოს პრეზიდენტმა უკვე გააკეთა. აღნიშნულ უბანზე გიორგი მარგველაშვილმა პირველმა მისცა ხმა და შესაბამისად, როგორც პირველი ამომრჩეველი ჩანაწერთა წიგნშიც დაფიქსირდა.
გიორგი მარგველაშვილმა ამომრჩევლებს აქტიურობისკენ, პოლიტიკურ ძალებს კი სიმშვიდისკენ მოუწოდა. მან აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე პირველ რიგში დემოიკრატიის გამარჯვების დღე უნდა იყოს.
"მინდა, საქართველოს მოსახლეობას მივულოცო დღევანდელი დღე, უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული არჩევანის ჩამოყალიბებაში. იმისთვის, რომ პოლიტიკოსები გემსახურონ, ისინი უნდა აირჩიოთ. აქედან გამომდინარე, მოგიწოდებთ ყველას აქტიურობისკენ და ამავე დროს ყველა პოლიტიკოსს მოვუწოდებ, რომ დღევანდელი დღე იყოს პირველ რიგში დემოკრატიის არჩევანი და დემოკრატიის გამარჯვება და შემდეგ მათი გამარჯვება. აქედან გამომდინარე, მოგიწოდებთ აქტივობისკენ და ამავე დროს მოგწიდოებთ სიმშვიდისკენ", - განაცხადა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები