პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი რადოსლავ სიკორსკის შეხვდა
მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა და ყურადღება იმ ნაბიჯებზე გაამახვილა, რომელიც საქართველომ ამ პროცესის დასაჩქარებლად გადადგა. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია და ამ პროცესში პოლონეთის როლი იყო. სეიმში გამართული შეხვედრისას, საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების შეთანხმებას და ამ დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. აღინიშნა, რომ პოლონეთი შეთანხმების რატიფიცირებას უახლოეს პერიოდში გეგმავს. "ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა საქართველოს პრეზიდენტსა და პოლონეთის პარლამენტის სპიკერს შორის. საუბარი შეეხო, რა თქმა უნდა, ჩვენს მეგობრობას და საქართველოს მომავალს, რომელიც უკავშირდება ქვეყნის ინტეგრაციას ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ამ პროცესს და ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას უახლოეს მომავალში მოვახდენთ. ასევე გვინდა, რომ მომავალ წელს რიგაში მივიღოთ გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმის პროცესის დაწყების თაობაზე და რომელიც ასევე ღია იქნება საქართველოსთვის", - განაცხადა საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, მიხაილ შტერბამ. ასოცირების ხელშეკრულების შეთანხება უკვე რატიფიცირებული აქვს ევროკავშირის წევრ 9 სახელმწიფოს: რუმინეთს, ლიტვას, ლატვიას, სლოვაკეთს, მალტას, ბულგარეთს, ესტონეთს, უნგრეთს, შვედეთს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.