ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტების სამოქმედო გეგმაში ცვლილებები შევიდა (ვიდეო)
17:24 / 09.06.2017
დღეს სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს
სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე
რეგიონის განვითარებისა სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმის
მიმდინარეობას გაეცნენ. ცვლილებები შევიდა ხობისა და ზუგდიდის
მუნიციპალიტეტების სამოქმედო გეგმაში.
საბჭოს წევრებმა ერთხმად მოიწონეს ყულევისა და ქარიატის
წყალმომარაგების გარდამავალი პროექტი, რომელიც რეგიონული განვითარების
ფონდიდან 600 000 ლარით დაფინანსებას გულისხმობს.
ფოტო: სამხარეო
ადმინისტრაცია
„წლების განმავლობაში სერიოზული პრობლემა იყო მოსახლეობისთვის წყლის
მიწოდება, ამიტომაც პრიორიტეტად ადგილობრივების დაკვეთით სწორედ მათი
წყალმომარაგება მივინჩნიეთ. ხობის მუნიციპალიტეტი რეზერვუარებიდან
ამარაგებდა წყლით მოსახლეობას“, - თქვა ხობის მუნიციპალიტეტის
გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ.
სამოქმედო გეგმაში ხობიდან კიდევ ერთი ცვლილება შევიდა, რომელიც სოფელ
ხამისკურის ცენტრში არსებული მინი სპორტული მოედნის
აღდგენა-რეაბილიტაციას ეხებოდა.
რაც შეეხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, გუბერნატორის ადმინისტრაციის
რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის ნუგზარ
გაბელიას თქმით, კორცხელის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის
რეაბილიტაცია ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, იმდენად,
რამდენადაც ვლაქერნობის დღესასწაულზე ზუგდიდში 100 000-მდე მორწმუნე
ჩამოდის. დაზიანებული შენობის რეაბილიტაციისთვის 304 000 ლარი
გამოიყოფა.
გარდა ამისა, საბჭოს წევრებმა ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულში
გზის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის განხორცილებასა და კორცხელში
მოწყობილი წყალმომარაგების დამატებითი სამუშაოების ჩატარებისთვის
თანხების გამოყობას დაუჭირეს მხარი.
გუბერნატორმა აზიური ფრთოსანას შეწამვლის სამუშაოებზე გამგებლებისგან
ინფორმაცია მიიღო.
სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომას დღეს რეგიონის მერები,
გამგებლები, საკრებულოების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები
დაესწრნენ.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები