რეგიონი
ანა წითლიძისა და გიორგი პატარაიას სასამართლო პროცესი 18 აპრილს გაიმართება
ზუგდიდში, სოფელ ნარაზენში 11 აპრილს მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული ორი პირის სასამართლო 18 აპრილს გაიმართება. საუბარია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერსა და საკრებულოს წევრ ანა წითლიძესა და პარტიის პრესსამსახურის უფროს გიორგი პატარაიაზე.

ისინი სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ორივე მათგანმა ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს შენობა დაკავებიდან რამდენიმე საათში დატოვა. რაც შეეხება ენმ-ის აქტივისტს მანუჩარ ჩხეტიას, ის გუშინ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, თუმცა 19 აპრილს გახდება ცნობილი, დაჯარიმდება თუ არა ბრალდებული.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი და ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ანა წითლიძე, პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია და აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია ნარაზენში დააკავეს, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი შეხვედრას მართავდა.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ზუგდიდში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პოლიციის თანამშრომლები მათი უშუალო ხელმძღვანელების დავალებით მოქმედებდნენ. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მმართველი გუნდი პოლიციის დახმარებით საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლასა და შეხვედრების ჩაშლას ცდილობს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ეს თავად ენმ-ის ხელწერაა და ინციდენტებთან ყოველგვარ კავშირს უარყოფენ.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.