წალენჯიხის საკრებულოს აპარატის თანამშრომელი მათე ღვინჯილია ჩვენებაში ამბობს, რომ მას კონტრაბანდული სიგარეტი ახლობლებისთვის უნდა დაერიგებინა და საქონელი სარეალიზაციოდ არ უნდოდა.
ის ასევე განმარტავს, რომ სიგარეტი გალში მცხოვრებმა ადამიანმა აჩუქა.
ღვინჯილია თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს, რადგან კონტრაბანდა დანაშაულია, თუმცა ამბობს, რომ მას უაქციზო სიგარეტის გაყიდვა არ ჰქონდა გადაწყვეტილი.
ამის შესახებ დღევანდელ პროცესზე სხდომათა დარბაზში ინფორმაცია პროკურორმა მირანდა წერეთელმა გააჟღერა და დასძინა, რომ ბრალდებულის განმარტება არადამაჯერებელია და კითხვის ნიშნებს აჩენს.
ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით თემურ ღვინჯილიას სამსახურებრივი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებულია 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება.
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს აპარატის წევრს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დღეს
შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა. რაც შეეხება დაკავებულების უფლებადამცველებს, მათ სასამართლოს 100 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართეს.
ამავე თემაზე:
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე სავარაუდოდ სიგარეტის კონტრაბანდისთვის დააკავეს
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე 34 000 ლარზე მეტი ღირებულების უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე დააკავეს
თემურ ღვინჯილიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს
პროკურატურა წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარისთვის პატიმრობას ითხოვს
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარეს პატიმრობა შეეფარდა
მასალის გამოყენების პირობები