მას შემდეგ, რაც ტრაილერის მძღოლის დედასა და ორ შვილს Covid 19 დაუდგინდა, ინფიცირებული მამაკაცის კლასტერის 21 კონტაქტი კარანტინში გადაიყვანეს, მათ
შორის 15 არასრულწლოვანია. ამის შესახებ ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ ჟურნალისტებს უთხრა.
მისი ინფორმაციით, მამაკაცი 4-დან 7 მაისის ჩათვლით შიდა გადაზიდვებს საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ფოთში, თბილისში, მარნეულში, მესტიასა და რუსთავში ახორციელებდა. ოდიშარიას განმარტებით, აღნიშნულ ქალაქებში კონტაქტების დასადგენად ღრმა ეპიდკვლევა მიმდინარეობს.
ინფიცირებული მძღოლი ორმხრივი პნევმონიით თბილისში გუშინ გადაიყვანეს. მისი ოჯახის სამი წევრი კი მკურნალობას რუხის კლინიკაში განაგრძობს. მედიკოსების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
42 წლის მამაკაცი, რომელსაც მაღალი სიცხე 9 მაისიდან აღენიშნებოდა, რუხის საავადმყოფოში 14 მაისს გადაიყვანეს. PCR კვლევის შედეგად მას კორონავირუსი დაუდგინდა. პაციენტი ტრაილერის მძღოლია, რომელიც სომხეთიდან 17 აპრილს დაბრუნდა. 2 კვირიანი თვითიზოლაციის შემდეგ მამაკაცი ქვეყანაში შიდა გადაზიდვებს ახორციელებდა. გუშინვე ინფიცირებული მამაკაცის დედას და 2 არასრულწლოვან შვილს covid 19-ი დაუდასტურდა.
ამავე თემაზე:
კორონავირუსით ინფიცირებული ზუგდიდელი მამაკაცის ოჯახის 3 წევრს Covid 19-ი დაუდასტურდა
Covid 19-ით ინფიცირებული ზუგდიდელი მამაკაცის კონტაქტებს თბილისსა და ფოთშიც იკვლევენ
ზუგდიდში კორონავირუსი ტრაილერის მძღოლს დაუდასტურდა
მასალის გამოყენების პირობები