საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში 272 პირის ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა.
მათ შორის 15 პაციენტი, 43 მედიკოსი, შსს 143 თანამშრომელი, 3 მძღოლი, 11 ეპიდაფეთქების კერაში მყოფი პირი, ასევე 47 კარანტინსა და 10 თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქე. ყველა პასუხი უარყოფითია.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 370 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ათით გაიზარდა და ამჟამად 1108-ს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები