საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი პირი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ორი ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ამის შესახებ stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემები აისახა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხს, პაციენტების რაოდენობა 375-ს შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით 8696 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 4619 პირი. ინფექციით ქვეყანაში სულ 52 პაციენტი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები