მიკროავტობუსის მძღოლს, რომელიც ზუგდიდი-ზესტაფონის მარშრუტზე მოძრაობს, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსი დადუდასტურეს.
ის ზესტაფონის მკვიდრია. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ იასაუბრა.
„მძღოლი იყო გეგმიურ შემოწმებაზე, მას ბიოლოგიური ნიმუში ზუგდიდში აუღეს და დაუდასტურდა ვირუსი. მიმდინარეობს მისი კონტაქტების მოძიება და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. ამჟამად, პაციენტი იმერეთის ერთ-ერთ კოვიდმიმღებ კლინიკაში მკურნალობს“, - თქვა თორიამ.
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 4 ოქტომბერს 178 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. აქედან კორონავირუსი
10 მოქალაქეს დაუდგინდა.
მასალის გამოყენების პირობები