ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში რეგიონის მაშტაბით გუშინ აღებული 684 ნიმუშის გამოკვლევის შედეგად 91 პირს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა.
მათგან 33 შემთხვევა ზუგდიდში დაფიქსირდა. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ ისაუბრა. მისივე ცნობით Covid-19 დაუდასტურდა "ფოთი ტექსტილის" 56 თანამშრომელს. გარდა ამისა, ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა აბაშაში, კიდევ ერთი ინფიცირებული კი ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი პირია.
"ზუგდიდში დადასტურებული ახალი შემთხვევები ინფიცირებულების კონტაქტებია. ისინი რუხის და ევექსის კლინიკებში ცხელებით შესული პაციენტები არიან", - თქვა თორიამ.
როგორც მან აღნიშნა, მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.
სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა 253 მოქალაქეს შეადგენს . რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 79 კოვიდ პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
მასალის გამოყენების პირობები