აფხაზეთში კორონავირუსის 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ერთი ადამიანი
14 ნოემბრის მონაცემებით აფხაზეთში 248 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, მათგან 41-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, რეგიონის მასშტაბით Covid 19-ით ინფიცირებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
გუდაუთის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს 81 კოვიდპაციენტი გადის. მათგან 25 მძიმე მდგომარეობაშია. კლინიკიდან 12 ადამიანი გაეწერა. სოხუმის ინფექციურში 35 პაციენტი მკურნალობს.
მობილურ ჰოსპიტალში, რომელიც სასტუმრო "აიტარის" ტერიტორიაზეა მოწყობილი, 32 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. 4-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსის 5065 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან გამოჯანმრთელებულია 3466 პირი. გარდაცვლილთა რაოდენობა 61-ს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები