ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ დღეს, 28 ივნისს ვიცე მერი და მეორე მოადგილეები წარადგინა. ვიცე მერის თანამდებობას - გიგა ფარულავა, მეორე მოადგილის პოსტს კი კონსტანტინე კაკავა დაიკავებს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ახალ მოადგილეებს გიგა ფარულავას და კონსტანტინე კაკავას თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა.
ზუგდიდის საკრებულოში კონსტანტინე კაკავა, შესაძლოა, ჯონი ზარანდიამ ჩაანაცვლოს. ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწორიამ კაკავას მერის მოადგილედ წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა.
„დიდი ხნის კონსულტაციებისა და ფიქრის შემდეგ ეს არის გუნდი, რომელთან ერთადაც ვგეგმავ უკეთესი რეალობის შექმნას“, - ასე წარადგინა გიორგი შენგელიამ ზუგდიდის მერის პირველი და მეორე მოადგილეები. შენგელიას განცხადებით, გუნდმა ის ორი ადამიანი აარჩია,
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი შენგელიას ინფორმაციით, მერიაში რეორგანიზაცია ორშაბათს გამოცხადდება. ამის შესახებ შენგელიამ მერის მოადგილეების წარდგენის შემდეგ განაცხადა. მერი რეორგანიზაციის დეტალებს არ აკონკრეტებს,
ზუგდიდში ხვალ, 29 ივნისს, 16:00 საათიდან გაერთიანება ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივით დაგეგმილ, მოქალაქეთა მშვიდობიან აქციასთან დაკავშირებით მოძრაობა შეიზღუდება.
ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ ვიცე მერი და მეორე მოადგილე რამდენიმე წუთის წინ წარადგინა. ვიცე მერის თანამდებობას გიგა ფარულავა დაიკავებს, რომელიც აქამდე მერიის შესყიდვების მართვის სამსახურის უფროსი იყო.
ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია ორ მოადგილეს დღეს, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში წარადგენს. ამის შესახებ რადიო "ათინათს" მერიის პრესსამსახურში უთხრეს.
ანაკლიაში, ზღვის სანაპიროზე ეტლით მოსარგებლეთათვის ბილიკი მოაწყვეს. როგორც რადიო "ათინათს" ზუგდიდის მერიაში უთხრეს, აღნიშნული თხოვნით, ჯერ კიდევ მერობამდე, გიორგი შენგელიას მოქალაქემ მიმართა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მთავრობის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელად ირაკლი ბაღათურია დაინიშნა.
2025 წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 262.4 ათასით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.