Для получения зарубежного образования Анано Булия выбрала Восточную Азию, Японию. Она учится в одном из ведущих частных университетов страны, Кейо. На годичный курс изучения японского языка и культуры Анано записалась в прошлом году.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
აფხაზურმა ოპოზიციამ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს მოსთხოვა ე.წ. პარლამენტიდან გაიწვიოს „უცხოეთის აგენტის“ შესახებ კანონპროექტი. ისინი მოუწოდებენ ასლან ბჟანიას, 10 დღის ვადაში მიიღოს საჯარო გადაწყვეტილება და „უარი თქვას ანტიხალხურ ინიციატივებსა და კანონპროექტებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა ეროვნულ ინტერესებს, კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს“.
რა შესაძლებლობებს აძლევს ევროპის სოლიდარობის კორპუსი ახალგაზრდებს, როგორ უნდა ჩაერთონ პროექტებში, რომლებიც ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში ხორციელდება, რატომ არის მნიშვნელოვანი და რა ღირებულებებზეა აგებული მოხალისეობრივი საქმიანობა, ამის შესახებ საუბრობს ჩვენს გადაცემაში ევროპის სოლიდარობის კორპუსის კოორდინატორი საქართველოში და ახალგაზრდული ასოციაცია “დრონის” დამფუძნებელი გიორგი კიკალიშვილი.
10 აპრილს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში "ქართულმა ოცნებამ" და "ხალხის ძალამ" საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარისა და კომისიების წევრთა იმპიჩმენტის შესახებ წინადადება დაარეგისტრირა.
ჭინკა ავსული, მავნე ჯუჯა არსებაა. ჭინკა სამეგრელოში სხვადასხვა სახელით მოიხსენიება, როგორც ჭიჭკე, წინკე, წირკალი, ჭიჭკა, მაჭუტი, კაჭი, კაჭია და იჭიკია. ჭინკებს უყვართ ადამიანების გამასხარავება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამბობს, ჭინკები წლების წინ უკვალოდ გაქრნენო, ხალხის რწმენით მაინც არსებობენ.
ენგურჰესის სადერივაციო გვირაბის აღსადგენი ძირითადი სამუშაოები დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს გვირაბის შევსება, ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ენგურჰესის ტექნიკურმა დირექტორმა გია ხუბუამ უთხრა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ1-კმ185 (ზუგდიდი - უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ზუგდიდელი ახალგაზრდები ემსხვერპლნენ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, 18 მაისს ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები არ გაიმართება.
ძველ სამეგრელოში არსებობდა ,,მახარეს“ (მახარობლის) ერთ-ერთი დაფასებული სოციალური ინსტიტუტი. დღევანდელ გადაცემაში საუბარია რა თვისებებით გამოირჩეოდა ,,მახარე “ და რა იყო მისი ძირითადი ფუნქცია და მოვალეობა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.