რამდენიმე კვირის წინ პარიზში გამართული მაღალი მოდის ჩვენებაზე ტოპ მოდელს ნაომი კემპბელს ბერძენი დიზანერის ის კაბა ეცვა, რომლის შექმნაში ზუგდიდელმა მაკა ქაჯაიამაც მიიღო მონაწილეობა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ბატალიონ „პიატნიშკის“ მეთაურის, ახრა ავიძბას წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმე აღძრა, "ომის დროს ზემდგომის ბრძანების შეუსრულებლობისთვის" და "საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარისთვის". ინფორმაციას ტელეგრამ-არხი BRIEF იტყობინება.
ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან ეროვნული მოძრაობის წევრები შეიკრიბნენ და ჩეჩნეთის (იჩქერიის) პირველი პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის ხსოვნას პატივი მიაგეს.
თებერვალში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში 7 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
დღევანდელ გადაცემაში ვსაუბრობთ მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე, ერუდირებულ, განათლებულ, თავდადებულ ერისკაცზე, რომლის დამსახურების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი.
სენაკის მუნიციპალიტეტში დიალიზის სახელმწიფო სერვისი ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაცია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა.
გალის მცხოვრებლები „ბინადრობის მოწმობის“ მიღებას 5 - ის ნაცვლად, 10 წლის ვადით შეძლებენ. შესაბამისი ცვლილებები „აფხაზეთის რესპუბლიკაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ ე.წ. კანონში დე ფაქტო რესპუბლიკის „პარლამენტმა“ 2023 წლის დეკემბერში მიიღო.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სამეგრელოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული ცერემონიალის შესრულებას. მიცვალებულზე ზრუნვას სათანადო მოვლით და გამოწყობით იწყებდნენ.ამ პროცესს ერქვა რწკინუა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,ყველა იმ რიტუალზე და პროცესზე რომელიც აუცილებელობას წარმოადგენდა გარდაცვალებიდან დაკრძალვამდე.ასევე ხაზგასმითაა ღნიშნული ,,ნიშანიშ" რიტუალი .მიცვალებულის მოსაგონებლად მის ტანსაცმელს 40 დღეს გააჩერებდნენ.ძველი მეგრული რწმენის თანახმად,მიცვალებულის სული ამ ვადის მერე ტოვებდა ოჯახს.
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.