რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებულების ოჯახი დახმარების მოლოდინში (ვიდეო)
12:17 / 13.04.2017
ზუგდიდის სოფელ რიყეში, აფხაზეთის ე.წ. საზღვრის მიმდებარე
ტერიტორიაზე დაკავებული მამა-შვილის
არჩიკო და პაატა როგავების ოჯახის წევრები დილიდან ენგურის ხიდზე
იმყოფებიან. ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ცნობების
მიწოდებასა და დროულ რეაგირებას ითხოვენ. მათ ამ დრომდე არ აქვთ
ინფორმაცია მამა-შვილის ადგილსამყოფელისა და ჯანმრთელობის
მდგომარეობის შესახებ.
„გვითხრან ზუსტად, სად და რა პირობებში არიან ჩვენები. რასაც ამბობენ,
იმისიც აღარ გვჯერა“, - უთხრა რადიო
„ათინათს“ დაკავებულების ოჯახის წევრმა თინათინ
როგავამ.მათივე ცნობით, ოჯახს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ
მოლაპარაკებები აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესის შემდეგ
დაიწყება., რომელიც 21 აპრილსაა დანიშნული.
როგავების თქმით, ისინი ენგურის ხიდზე მანამ იქნებიან, სანამ
დაკავებულების მდგომარეობის შესახებ ზუსტ ცნობებს არ მიიღებენ.
ცნობისთვის, ცნობისთვის, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ენგურის
მიმდებარე ტერიტორიაზე არჩიკო და პაატა როგავები 5 აპრილს
დააკავეს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები