გამგეობიდან გათავისუფლებულების საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას მომავალ კვირას გამოაცხადებს (ვიდეო)
15:49 / 04.05.2017
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამგეობიდან გათავისუფლებულების
საქმეზე მოსმენები დასრულდა.
დღევანდელ სხდომაზე ბოლო მოწმე, საკონკურსო-საატესტაციო კომისის წევრი
ბაკურ კვეტენაძე დაიკითხა. ის საჯარო მოხელეების დაკავებული
თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას კატეგორიულად
უარყოფს და აცხადებს, რომ კომისიამ კონკურსი ობიექტურად და ყველა
შესაბამისი კანონის დაცვით, გამჭვირვალედ ჩაატარა.
„რაც შეეხება კონკურსზე საიას დასწრებას, თანამშრომლების
ნაწილი აღნიშნავდა, რომ მძიმე ემოციურ ფონზე უცხო პირების ატესტაციაზე
დასწრება კიდევ უფრო დაძაბულ ვითარებას შექმნიდა. გარდა ამისა,
შესაძლებელი იყო, მსგავსი სურვილი სხვა არასამთავრობოებსაც
გამოეთქვათ“, - აღნიშნა სხდომაზე კვეტენაძემ.
დღვანდელ სხდომაზე მოსარჩელე მხარის იურისტებმა წერილობითი
მტკიცებულებები წარმოადგინეს, მათ შორის, იმჟამად თანამდებობეზე
მყოფი, ამ ეტაპზე კი გათავისუფლებულების დახასიათებები, რომლებიც
ატესტაციამდე მცირე ხნით ადრეა დაწერილი და მათ ხელს გამგებლის
მოადგილე აწერს. დახასიათებებში, საიას მტკიცებით, წერია,
რომ აღნიშნული პირები აკმაყოფილებენ დაკავებული თანამდებობის
შესაბამის მოთხოვნებს.
საიას ადვოკატები მოსარჩელეების სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად
პოლიტიკურ მოტივს ასახელებენ და ამბობენ, რომ ყოფილი საჯარო
მოხელეების მიმართ მსგავსი გადაწყვეტილება არაპირდაპირი
დისკრიმინაციაა.
გათავისუფლებულების საქმეზე მოსამართლე ლაურა მიქავა სარეზოლუციო
ნაწილს 11 მაისს გამოაცხადებს.
ცნობისთვის, მუნიციპალიტეტის სოფლებში გამგებლის 8 წარმომადგენელი
დაკავებული თანამდებობიდან კონკურსის შედეგების საფუძველზე
გაათავისუფლეს, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. სოფლის ყოფილი
გამგებლები აცხადებენ, რომ ისინი სამსახურიდან უსამართლოდ, პოლიტიკური
ნიშნით გაუშვეს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები