ზუგდიდში მიკროავტობუსების მძღოლები მეოთხე დღეა გაფიცულები არიან (ვიდეო)
10:55 / 07.05.2018
რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო ავტობუსებისა
და მიკროავტობუსების მძღოლები გაფიცვას
განაგრძობენ. მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელია - შესაბამისმა უწყებებმა
დაადგინოს კერძო სადგურების გახსნის კანონიერების დადგენას
და მიზანშეწონილობა. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ქალაქში
მოქმედი კერძო სადგურები უნდა დაიხუროს, რადან ისინი არ აკმაყოფილებენ
ავტოსადგურების ფუნქციონირების წესებსა და პირობებს.
"დაკავებულები სასამართლო პროცესის შემდეგ, გადავინაცვლებთ გუბერნიის
წინ და იქ გავაგრძელებთ საპროტესტო აქციას", - ამბობენ
გაფიცულები.
გარდა ამისა, ისინი ორი დღის წინ დაკავებული მძღოლების გათავისუფლებას
მოითხოვენ, თუმცა გმობენ ძალადობას.
ამ დროისთვის დედაქალაქის მიმართულებით რგინისგზის სადგურიდან მხოლოდ
ერთი ავტობუსი მოძრაობს.
რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო ტრანსპორტისა
და კერძო ავტოსადგურის მძღოლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება ორი
დღის წინ მოხდა. სამართალდამცავებმა ოთხი მათგანი დააკავეს. მათი
სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები