ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა კუბოების შესასყიდად 28 ათასამდე ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მერია სულ 120 კუბოს იყიდის,
რომელიც ფოთში მცხოვრები „მარტოხელა, უპატრონო, ვეტერანი და სოციალურად დაუცველი, გარდაცვლილი მოქალაქეებისათვის“ იქნება განკუთვნილი.
„მიმწოდებელი ვალდებული საჭიროების შემთხვევაში კუბოს (ჩასასვენებელი) მოწოდება განახორციელოს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუმეტეს 24 საათის განმავლობაში,
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირება თავისი ხარჯებით“, - აღნიშნულია დოკუმენტაციაში.
ამ ეტაპზე ტენდერში გამარჯვებული უკვე გამოვლენილია და მასთან ხელშეკულების მომზადების პროცედურები მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები