ოკუპირებულ აფხაზეთში, ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი 28 წლის ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი ენგურის ხიდზე რეანომობილით რამდენიმე წუთის წინ
გადმოასვენეს. ადგილზე იმყოფებიან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე რუსლან აბაშიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, დევნილთა სამინისტროსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.
ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, თბილისში გადაასვენეს.
დე ფაქტო რეჟიმის მტკიცებით, კვარაცხელიამ დაკითხვის ოთახში თავი მოიკლა და მას არავითარი ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. გარდაცვლილის ახლობლებს კი, თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ.
ამავე თემაზე:
სოხუმი: უშიშროების სამსახური კვარაცხელიას თვითმკვლელობის ვერსიას ადასტურებს
კვარაცხელიას ნათესავი: თვითმკვლელობის ვერსია არის ტყუილი
თვითმხილველი: დარწმუნებული ვართ, რომ ირაკლი კვარაცხელია რუს სამხედროებს ცემაში შემოაკვდათ
რეზო ქობალია: აფხაზეთში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეს, სავარაუდოდ, დაზიანებებიც აღენიშნებოდა
სუს: დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლების ცნობით, აფხაზეთში დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა
მასალის გამოყენების პირობები