რეგიონი
გიგა ოთხოზორიას დედა: მკვლელის ქართული მხარისთვის გადმოცემა მხოლოდ იმისთვის მინდა, რომ სასჯელი ციხეში მოიხადოს
2016 წლის 22 მაისს, ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვარზე მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ასე ის პოლიტიკოს გიორგი ახვლედიანს პასუხობს. ახვლედიანმა ტელეკომპანია "პირველის" გადაცემა "რეაქციაში" ისაუბრა, რომ არ ეთანხმება პოზიციას, ქართულმა მხარემ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი დამნაშავეების მიმართ ადგილზე სპეცოპერაციები ჩაატაროს. ამის მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ მსგავსი ქმედება გალში მცხოვრები ქართველებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

"ბოლო პერიოდია მესმის სპეცოპერაციების შესახებ განცხადებები. საუბრობენ ვიღაცები, რომ გადავიდეთ იქ, დამნაშავეები ავიყვანოთ, ან იქ ლიკვიდაციაც იყო ნახსენები, ან ჩვენს კონტროლირებად მხარეს გადმოვიყვანოთ და აქ გავასამართლოთ ისინი. იმაზე არ ფიქრობენ, ამით რა საფრთხე შეექმნება გალში მცხოვრებ 60 ათას ქართველს... ეს უპასუხისმგებლო განცხადებები საშიშია კონკრეტული ადამიანებისთვის", - თქვა ახვლედიანმა.

სწორედ მისი ეს კომენტარი გახდა უკმაყოფილების საფუძველი ჯულიეტა ჭანტურიასთვის. ის მიიჩნევს, რომ დამნაშავის ქართული მხარისთვის გადმოცემის ბრძანება გალში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საფრთხეს არ შეუქმნიდა. რადიო "ათინათი" მის მიერ გავრცელებულ გაცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მალე შესრულდება სამი წელი ჩემი შვილის მკვლელობიდან და მე სოციალური ქსელების საშუალებით არანაირი კომენტარი არ გამიკეთებია, არა იმიტომ, რომ სხვადასხვა მოვლენაზე ჩემი შეხედულება არ მაქვს და ჩემი აზრის გამოხატვა არ შემიძლია.მაგრამ დღეს გიორგი ახვლედიანის გამოსვლამ ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა, მან თავი გამოიდო რუსეთის დასაცავად.მე,შვილმკვდარ დედას,არც ერთხელ არ წამომცდენია და არც კი გამივლია გულში,რომ ჩემი შვილის მკვლელი საქართველოს ტერიტორიაზე იმისთვის გადმოეყვანათ, რომ მისი ფიზიკური განადგურება მომხდარიყო, არამედ იმისთვის, რომ კაცის მკვლელი კანონიერად დასჯილიყო.თუ გაიცემოდა ბრძანება იმისა, რომ დამნაშავე ქართული მხარისთვის გადმოეცათ და მისჯილი თოთხმეტი წელი ციხეში გაეტარებინა, ეს რატომ შეუქმნიდა საფრთხეს იქ მცხოვრებ ქართველებს?!თქვენ წარმოიდგინეთ, მე აფხაზებს ჩემს მტრებად არ მივიჩნევ და როგორც ჩემს შვილს სჯეროდა, რომ ქართველი ხალხი მათ გვერდით იცხოვრებდა, ისე მჯერა მეც რომ ეს ოცნება აუსრულდება ქართველ ერს.და კვლავ ქართველ, აფხაზ და ოს ხალხს შორის აღდგება სიყვარული, მაგრამ ეს არ მოხდება ოკუპანტი რუსეთის ფეხქვეშ დაგებით. ასე დარწმუნებით რომ საუბრობს ბატონი გიორგი, რომ რუსებთან მოლაპარაკებით მივაღწევთ ჩვენთვის სასურველ პოზიციას, მართლა სჯერა მას მისი სიტყვების?! შესაძლებელია ზოგიერთები, თუნდაც ტერიტორიების დათმობით რაიმე სარგებელს ელოდება რუსეთისგან.

ბატონო გიორგი, თქვენ შვილები გყავთ?.. ღმერთმა კარგად გიმყოფოთ, მაგრამ ასე არ ილაპარაკებდით რუსმა "მშვიდობისმყოფელმა" რაიმე რომ დაუშავოს მათ. ყველას გიხდით ბოდიშს ასეთი დაულაგებელი ნაწერისთვის. საკუთარ ტერიტორიაზე, რუსების მიერ წაქეზებული აფხაზის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია", - წერს ფეისბუქზე.

გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ 19 მაისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი დამნაშავედ ცნო და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, მას სასჯელის ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობამ კი მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
25 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქეების ნაწილი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აპროტესტებს. დღევანდელ აქციას სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის ზუგდიდიდან უერთდებიან.
25 / ნოემბერი 2024
ასლან ბჟანია, ისევ აპირებს „აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში" მონაწილეობას, ამის შესახებ მან რუსულ "ტასს" განუცხადა.
24 / ნოემბერი 2024
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.