"ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" ინფორმაციით, ბაღის ადმინისტრაციის შენობაში კაფე-რესტორანს ადგილობრივი ბიზნესმენი გიორგი ხუფარაცია მოაწყობს.
შენობის ნაწილისა და ტერასის იჯარის წესით გაცემაზე აუქციონი დღეს დასრულდა. ფართის წლიური ღირებულება 55 000 ლარით განისაზღვრა. აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა მიიღო.
გამარჯვებული ფართით სამი წლის განმავლობაში ისარგებლებს. ქონება მან მხოლოდ კაფე-რესტორნის მოსაწყობად უნდა გამოიყენოს. მოიჯარე შეზღუდული იქნება სხვადასხვა ბრენდის სარეკლამო ქოლგებისა და მაცივრების ღია, თვალსაჩინო ადგილზე დადებისგან, რათა უძრავი ქონების იერსახე არ დამახინჯდეს. ასევე, არ უნდა გამოიყენოს კანონმდებლობების შესაბამისად დაშვებულზე მეტი აკუსტიკური ხმაურის გამომწვევი მოწყობილობები საკუთარი საქმიანობის განსახორციელებლად.
მსგავსი აუქციონი მაისის დასაწყისშიც
გამოცხადდა, თუმცა მასში მონაწილეობა
არავინ მიიღო.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის საკრებულომ მერიას ბოტანიკურში შესვლაზე საფასურის გაუქმების განხილვის რეკომენდაცია მისცა
უნდა იყოს თუ არა ფასიანი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა - მოქალაქეების აზრი
ბოტანიკურში შესვლაზე დაწესებული ფასი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ზუგდიდში
გააღე ბოტანიკურის ჭიშკარი - ბანერი ზუგდიდის ცენტრში
„ხელოვნება ბოტანიკური ბაღისთვის" - პროტესტი ზუგდიდში
ზუგდიდის ბოტანიკურის სატარიფო მიდგომა ქვეყანაში ყველაზე იაფია - მერია
მასალის გამოყენების პირობები