ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლაზე დაწესებული გადასახადი მოძრაობა "ხმის" წევრებმა და ახალგაზრდებისგან შემდგარმა საინიციატივო ჯგუფმა ისევ გააპროტესტეს.
მათ ადგილობრივი მერიის წინ მდებარე შენობაზე გამოფინეს პლაკატი წარწერით "გააღე ბოტანიკურის ჭიშკარი - ბოტანიკური ბაღი უნდა იყოს უფასო!". მოგვიანებით ბანერი მათ ქალაქის ცენტრში არსებულ დეკორაციაზეც განათავსეს.
"ბრძოლა გრძელდება, სანამ ბოტანიკური ბაღი არ გახდება უფასო. შემოგვიერთდით", - ვკითხულობთ
სოციალურ ქსელის ჯგუფში, რომელიც საკითხით დაინტერესებულ მოქალაქეებს აერთიანებს.
ბოტანიკურის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ბაღში შესვლა
1-ლი თებერვლიდან ფასიანი გახდა. დაწესდა სააბონემენტო სისტემა და შეღავათებით მხოლოდ გარკვეული კატეგორიის პირები სარგებლობენ. ზუგდიდელების ნაწილი აღნიშნულ ფაქტს აპროტესტებს. ადგილობრივებმა რამდენჯერმე გამართეს აქცია.
ბაღში დაწესებული გადასახადის გაუქმების მოთხოვნით
პეტიციაც შეიქმნა, თუმცა მერიამ მოქალაქეების მოთხოვნა არ გაითვალისწინა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში ა(ა)იპ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრისთვის" 850 ათასი ლარია გათვალისწინებული. თანხა თითქმის სრულად იხარჯება ბაღის ადმინისტრაციისა და თანამშრომლების ხელფასზე.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის საკრებულომ მერიას ბოტანიკურში შესვლაზე საფასურის გაუქმების განხილვის რეკომენდაცია მისცა
უნდა იყოს თუ არა ფასიანი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა - მოქალაქეების აზრი
ბოტანიკურში შესვლაზე დაწესებული ფასი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ზუგდიდში
"გააღე ბოტანიკურის ჭიშკარი" - ხვალ ზუგდიდში აქცია-კონცერტი გაიმართება
"გააღე ბოტანიკურის ჭიშკარი", "ბოტანიკური უნდა იყოს უფასო", - სტენსილები ზუგდიდის ქუჩებში
„ხელოვნება ბოტანიკური ბაღისთვის" - პროტესტი ზუგდიდში
მსჯელობა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღზე
"ბოტანიკური გვეკუთვნის ხალხს" - აქცია ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდის ბოტანიკურის სატარიფო მიდგომა ქვეყანაში ყველაზე იაფია - მერია
რატომ დაწესდა ზუგდიდის ბოტანიკურში შესვლაზე ფასი და რას ითხოვენ მოქალაქეები
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, სადაც შესვლა უფასოა, 6 მოლარე მუშაობს - აუდიტი
მასალის გამოყენების პირობები