პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში "ვიზიტს" სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
ღარიბაშვილი "ტვიტერზე" წერს, რომ ეს ნაბიჯი არღვევს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
"კატეგორიულად ვგმობ ალექსანდრ ლუკაშენკოს "ვიზიტს" რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში და შეხვედრებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან. ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო კანონმდებლობას, ასევე ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს," - აცხადებს პრემიერი.
ამავე თემაზე:
მკაცრად ვგმობ ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში - სალომე ზურაბიშვილი
აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება, მას დახმარება სჭირდება - ლუკაშენკო ბიჭვინთაში ჩავიდა
მასალის გამოყენების პირობები