დედაქალაქიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მატარებელი სენაკში არის გაჩერებული. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო "ათინათს" ერთ-ერთმა მგზავრმა მიაწოდა.
"დილის მატარებლით ვმგზავრობთ. ვდგავართ სენაკში უკვე ნახევარ საათზე მეტია. ვერაფერს ვერ გვეუბნებიან, როდის დაიძვრება მატარებელი. გადამცემი ხაზი არისო დაზიანებული ქარის გამო. ხეებიც არისო წაქცეული და ლიანდაგზე გადაადგილება შეუძლებელია. ცხელ ხაზსაც ველაპარაკეთ, წარმომადგენლებიც გვეუბნებიან, რომ ხარვეზის გამოსასწორებლად მუშაობენ. მგზავრების ნაწილმა ტაქსი გამოიძახა და ზოგი წავიდა უკვე", - გვითხრა მან.
საქართველოს რკინიგზის პრესსმსახურის ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო შეფერხება რამდენიმე ლოკაციაზე არსებობს, მთავარი მიზეზი კი ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანებაა. მათივე განმარტებით, ხარვეზის გამოსასწორებლად შესაბამისი სამსახურები ამ წუთებში მუშაობენ.
მასალის გამოყენების პირობები