რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან 15 წელი გავიდა.
ომი 5 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და მას ათეულობით სამხედრო მოსამსახურე, შსს-ს თანამშრომელი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის ომში თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათგან 1045 სამხედრო მოსამსახურეა.
სამეგრელო-ზემო სვანეთიდან რუსული აგრესიის შედეგად 2008 წლის აგვისტოს დღეებში
37 ადამიანი დაიღუპა.
სტრასბურგის სასამართლომ 2023 წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსეთის ფედერაციამ 130 მილიონამდე ევრო უნდა გადაიხადოს ომის დროს დაზარალებული 24 000-მდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ.
ფოტო: ლევან გაბეჩავა
მასალის გამოყენების პირობები