გაგრის “პროკურატურამ” სისხლის სამართლის საქმე აღძრა ფსოუს ე.წ. საგუშაგოს ზონასთან რუსეთის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე. რუსული „ტასი“ იუწყება ამის შესახებ, დე ფაქტო რესპუბლიკის „გენერალურ პროკურატურაზე“ დაყრდნობით.
"რაიონის პროკურატურამ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობის საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
23 ივნისის საღამოს, რუსეთთან ე.წ. საზღვრის მახლობლად მომხდარი სროლის შედეგად
ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაიჭრა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "შინაგან საქმეთა სამინისტროს" ინფორმაციით, ფსოუსთან ე.წ. საკონტროლო - გამშვები პუნქტის მახლობლად სროლაში ეჭვმიტანილების
ვინაობა დადგენილია და მათ ეძებენ. ამავე ცნობით, თავდამსხმელები „აფხაზეთის მოქალაქეები არიან“.
მასალის გამოყენების პირობები