ფსოუს ე.წ. საგუშაგოსთან მომხდარ მკვლელობაში ყველა ეჭვმიტანილი დაკავებულია. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებმა, 25 ივნისს, 27 წლის ასლან კაკალია, 36 წლის იგორ ჩაგოვეცი, 33 წლის ბესლან კაკალია დააკავეს. მანამდე, დანაშაულში ეჭვმიტანილი კიდევ ოთხი პირის დაკავების შესახებ იუწყებოდა დე ფაქტო შსს-ს უფროსი
რობერტ კიუტი.
კვირას, 23 ივნისს, გაგრის რიონში, „ფსოუს“ საგუშაგოს ზონაში მომხდარი სროლის შედეგად,
ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა.
გაგრის რაიონის ე.წ. პროკურატურამ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის
საქმე აღძრა.
მასალის გამოყენების პირობები